ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 15 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,9281 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს დადგენილი კურსი, რომელიც ოთხშაბათს მოქმედებდა, 1.9232-ს შეადგენდა.