"ნარჩენების მართვის კოდექსი" დღეიდან ძალაში შევიდა

"ნარჩენების მართვის კოდექსი" დღეიდან ძალაში შევიდა. კანონის მიხედვით, გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებული ჯარიმებისა და სანქციების შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა.

კანონის მიხედვით, ჯარიმების მინიმალური ოდენობა - 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი, 5 000 ლარით განისაზღვრება.

"ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. იგი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს. სიახლეა ის, რომ დგინდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კოდექსის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, რომ ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება, უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება", - განაცხადა ხოკრიშვილმა.

მისივე თქმით, პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფართომასშტაბიან კამპანიას "ნაგვის ჩაყრა მარტივია, იზრუნე გარემოზე" ახორციელებს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით და დონორი ორგანიზაციებით მხარდაჭერით, რამდენიმე პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინტერაქტიული რუკა შექმნა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ლოკაციებია მონიშნული. კამპანიაში - "ნაგვის ჩაყრა მარტივია, იზრუნე გარემოზე" - საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისათვის ასევე ონლაინ პიარ კამპანია მიმდინარეობს.

მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად თანამშორმლობს კერძო სექტორითან ამ მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა კეძო სექტორის ჩართულობას ნარჩენების მართვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში. მხარეები პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმდენენ, რომ 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა