დავით უსუფაშვილი - დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში სამთავრობო ცვლილებები ან პარლამენტში გადაყენებები არ მიგულისხმია

პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში სამთავრობო ცვლილებები ან პარლამენტში გადაყენებები არ მიგულისხმია, - აღნიშნული განცხადება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

"ჩემი კომენტარი, რომ კომენტარს არ ვაკეთებ არც საკადრო, არც პოლიტიკურ საკითხზე, მედიამ ათასნაირად თარგმნა. როდესაც კომენტარები და კომენტარებზე კომენტარები ვნახე, დავიბენი, თუ როგორი ქარიშხალი გამომიწვევია სრულიად მარტივი განცხადებით. პარლამენტში ბევრი კანონპროექტი უკვე წარმოებაშია. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური მოვლენები დღის წესრიგში - ბევრი საკითხია, რომელზეც დებატები იქნება, პარლამენტში იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, იქნება მთავრობის მოსვლა. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, თებერვალ-მარტში ასარჩევია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც კანდიდატს პრეზიდენტი დაასახელებს, უზენაეს სასამართლოში ჩნდება ორი ვაკანტური თანამდებობა, ვაკანტური ადგილები ჩნდება მარეგულირებელ კომისიაში და იქ იქნება დასანიშნი პირები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით შემოსულია განაცხადება. რაიმე სხვა ქვეტექსტი, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში ცვლილებებს ან პარლამენტში გადაყენებებს შეეხება, არ მიგულისხმია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება