ირაკლი ალასანია - საპარლამენტო თანამდებობებიდან "თავისუფალი დემოკრატების" წევრების გადაყენება ნიშანდობლივი პროცესი იქნება

საპარლამენტო თანამდებობებიდან "თავისუფალი დემოკრატების" წევრების გადაყენება საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

ალასანია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის საგაზაფხულო სესიაზე საპარლემენტო თანამდებობებიდან "თავისუფალი დემოკრატების" გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

"დააყენონ, ეს მათი ნებაა. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება - ვინ დაუჭერს მხარს, ვინ - არა და გამოჩნდება, რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება. ეს ჩვენ დიდს ვერაფერს დაგვაკლებს, უბრალოდ საინტერესო იქნება თვითონ როგორ წარმართავენ პოლიტიკურად კომიტეტებიდან გადაყენების პროცესებს", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, ეს პროცესი დამოკიდებული იქნება, თავად უმრავლესობა რამდენად არის მზად აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ უმრავლესობაშიც იქნებიან ადამიანები, ვინც საკუთარი გუნდის ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება