გიუმრის მერი - ერთი-ორი ინციდენტის გამო არ არის საჭირო რუსეთ-სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა

სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის სამველ ბალასანიანის განცხადებით, 12 იანვარს მომხდარი მკვლელობის შემდეგ, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ქალაქი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზამ დატოვოს.

"ნიუს.ამ"-ის ინფორმაციით, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამნაშავეს ეროვნება და აღმსარებლობა არ გააჩნია და არ არის აუცილებელი რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შეტანა.

"რუსები აქ მრავალი წელია არიან. როგორც მერი, არ მივიჩნევ ამ საკითხის გადახედვის აუცილებლობას. ჩადენილია დანაშაული. არ არის საჭირო ერთი-ორი ინციდენტის გამო რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში დაპირისპირება", - განაცხადა ბალასანიანმა.

მისი თქმით, მას და ქალაქის მცხოვრებლებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - დამნაშავე სომხეთში დარჩეს და ადგილობრივი მართლმსაჯულებით გასამართლდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება