ნიგერში "შარლი ებდოს" საწინააღმდეგო აქციის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა დასავლეთ აფრიკაში, ნიგერის ქალაქ ზინდერში ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" საწინააღმდეგო აქციის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

ნიგერის შინაგან საქმეთა მინისტრის მასადუ ჰასუმის განცხადებით, აქციის დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის კი, ერთი პოლიციელია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ასევე ცეცხლი წაუკიდეს ზინდერში მდებარე ფრანგული კულტურის ცენტრსაც.

France 24-ის ცნობით, "შარლი ებდოს" საწინააღმდეგო აქციები გაიმართა მალიში, მავრიტანიასა და სენეგალშიც.

7 იანვარს, პარიზში ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სატირულმა ჟურნალმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს