ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის ავტორი მომხდარს ვანდალიზმს უწოდებს

თბილისში, 9 აპრილის ბაღში, ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლთან საპატრულო პოლიცია მუშაობს. მსახიობის ძეგლის ავტორი ლევან ვარდოსანიძე ძეგლის სანახავად სულ რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც ვარდოსანიძე აცხადებს, შეუძლებელია წარწერა თავისით ჩამოვარდნილიყო. მისივე განცხადებით, ეს არის ვანდალური ქმედება.

"როგორ შეიძლება გუშინ გახსნილი ძეგლი დღეს ასე ვანდალურად დააზიანონ. ცნობილი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის გაუგებარია. წარწერა, რომელიც მოგლეჯილია, ძვირფასი ლითონის არ არის", - განაცხადა ლევან ვარდოსანიძემ და დასძინა, რომ ამ წარწერაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო. მისივე განცხადებით, ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმე ფაქტია.

9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი, სავარაუდოდ, წუხელ დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად მოგლეჯილია.

იხილეთ ვიდეო: ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნის დღესვე დააზიანეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს