ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს თბილისის მერია აღადგენს

დედაქალაქის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს უმოკლეს ვადაში აღადგენს, - ამის შესახებ 9 აპრილის ბაღში ჟურნალისტებს მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვალერი პაპიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაზიანებულია მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის წარწერა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და უკვე აღძრულია საქმე.

"დედაქალაქის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლზე დაზიანებულ წარწერას უმოკლეს ვადაში აღადგენს", - განაცხადა ვალერი პაპიაშვილმა.

მისივე თქმით, ბაღს მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იცავენ.

"თუ საჭიროდ ჩათვლის გამოძიება, დაიკითხება ის თანამშრომელი, რომელიც გუშინ მორიგეობდა", - განაცხადა ვალერი პაპიაშვილმა.

9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი სავარაუდოდ წუხელ დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად მოგლეჯილია.

იხილეთ ვიდეო: ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნის დღესვე დააზიანეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს