ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, 9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისში, 9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად არის მოგლეჯილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, წარწერა მათ ამ დილით იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ძეგლი გუშინ, გვიან ღამით დააზიანეს.

როგორც თბილსიის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვალერი პაპიაშვილმა განაცხადა, დედაქალაქის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს უმოკლეს ვადაში აღადგენს.

იხილეთ ვიდეო: ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნის დღესვე დააზიანეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს