ვალერი პერმიაკოვის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვის დეტალებზე საუბრობს

გიუმრიში, ოჯახის 6 წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვის ზოგიერთ დეტალზე საუბრობს. როგორც ადვოკატი თამარა იაილოიანი news.am–თან საუბარში ამბობს, ის ესწრებოდა დაკითხვას და ექსპერტიზის პროცედურას.

კითხვაზე, როგორ ხსნის პერმიაკოვი მკვლელობის მოტივს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე ის ამბობდა "არ შემიძლია ვთქვა".

"როდესაც მას ჰკითხეს, რატომ მოკალი ბავშვი, ასევე ამბობდა, რომ არ შეუძლია ამის თქმა. ის ამბობს, რომ წყალი მოსწყურდა და ავეტისიანების ოჯახში შემთხვევით შევიდა. როგორც თვითონ ამბობს, სახლში ფანჯრიდან გადავიდა. სახლში სამი ოთახი იყო, პირველ ოთახში ერთი ადამიანი დახვდა, რომელსაც გაეღვიძა და სომხურად რაღაც დაიყვირა. პერმიაკოვმა სიტყვები ვერ გაიგო, თუმცა, როდესაც ოთახში მყოფმა ტელეფონზე დარეკვა დააპირა, გაისროლა. ამის შემდეგ, მან გაიგო ხმები მეორე ოთახიდან, იქ ორი ადამიანი იმყოფებოდა და ორივეს ესროლა. მესამე ოთახში 4 ადამიანი იყო და მათაც ესროლა. ამის შემდეგ, ტანსაცმელი გამოიცვალა, როგორც ჩანს კვალის დასაფარად. შემდეგ წყალი დალია და წავიდა. პერმიაკოვი ირწმუნება, რომ თურქეთში გაქცევას არ აპირებდა, გაუაზრებლად მიდიოდა და ასე აღმოჩნდა საზღვართან ახლოს. ის ასევე ირწმუნება, რომ მარტო მოქმედებდა", - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, პერმიაკოვი ძალიან დაღლილი ჩანდა, ლაპარაკობდა ნელა და საუბარიც უჭირდა.

გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების 6-კაციანი ოჯახის ამოხოცვაშია ეჭვმიტანილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება