არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. როგორც მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მამა ილია კარტოზიას ცხედარს დღეს, წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოველში გადაასვენებენ, ხოლო 20 იანვარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია თბილისში გუშინ, მეუფე გერასიმემ და გარდაცვლილის ძმამ ჩამოასვენეს. აეროპორტში მამა ილიას ცხედარს სასულიერო პირები, მრევლი და ახლობლები დახვდნენ. პროცესიას მგალობელთა ჯგუფი გალობით დახვდა. მამა ილია აეროპორტიდან სამების ტაძარში გადაასვენეს.

სამებაში ცხედარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნაკურთხი წყალი ასხურა, რის შემდეგაც გარდაცვლილი სასულიერო პირის სასახლესთან უკვე მოქალაქეები მიდიოდნენ და მას პატივს მიაგებდნენ. ტაძარში შესრულდა პანაშვიდიც.

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

იხილეთ ვიდეო: ემოციური კადრები: არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჩამოსვენება თბილისში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს