ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზად არის, ეუთო-სთან ერთად უზრუნველყოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა

რუსეთი მზად არის, ეუთო-სთან ერთად, უზრუნველყოს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, - ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

"გთავაზობთ, რომ ორივე მხარემ, როგორც უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა, ასევე ამბოხებულებმა, მიიღონ გადაუდებელი ზომები ორმხრივი სროლის შეწყვეტისთვის", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის წერილში.

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ასევე სთავაზობს, რომ მხარეებმა დაუყოვნებლივ გაიყვანონ კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღება.

"ჩვენი მხრივ, მზად ვიქნებით ეუთო-სთან ერთად, ამ ნაბიჯების კონტროლი მოვახდინოთ", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ გაგზავნილ წერილში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს