ეუთო და გაერო აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გამწვავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს დონეცკის აეროპორტში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ბან კი მუნი კონფლიქტის ყველა მხარეს მინსკის მოლაპრაკებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს ნებისმიერ ფასად აარიდონ თავი ვითარების გამწვავებას, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. გაერო მზად არის მხარი დაუჭიროს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება ვითარების დეესკალაციისკენ და სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის აღდგენისკენ", - ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გამწვავება დაგმო ეუთო-ს თავმჯდომარე ივიცა დაჩიჩმა.

"ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს აგრესიული და პროვოკაციური ქმედებებისგან. მოვუწოდებ კონფლიქტის მხარეებს, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და აქტიურად ითანამშრომლონ ეუთო-სთან მინსკის მოლაპარაკებების სრული შესრულებისთვის", - ნათქვამია ეუთო-ს თავმჯდომარის განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს