არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენეს

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენდენტი სვეტიცხოვლიდან იტყობინება, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სვეტიცხოვლის ტაძარში რამდენიმე წუთის წინ დაასვენეს. ტაძარში იმყოფებიან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, სასულიერო პირები, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მრევლი. მეუფე გერასიმე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდს გადაიხდის. დღესვე, სვეტიცხოვლის ტაძარში, 17.00 საათზე, ლოცვა, ხვალ დილით კი, წირვა აღევლინება.

ხვალ, წირვის დასრულების შემდეგ, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა