თამარ ბერუჩაშვილი - სახელმწიფო უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილის ოჯახს ყველანაირად გვერდში დაუდგება

სახელმწიფო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ოჯახს ყველანაირად გვერდში დაუდგება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

"სახელმწიფო გვერდში დაუდგება ოჯახს. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. ეს არის ნამდვილად ღირსეული ქართველი, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, რომელმაც სერიოზული პროფესიონალური წვლილი შეიტანა საქართველოს მისიებში მსფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე", - აღნიშნა მინისტრმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი დაიჭრა. სუხიაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, 4 დღეში გადმოასვენებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს