თამაზ სუხიაშვილს საქართველოში უახლოეს ორ დღეში ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, თამაზ სუხიაშვილს საქართველოში უახლოეს 2 დღეში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, სუხიაშვილის ცხედარი ჯერ დნეპროპეტროვსკში, შემდეგ კი კიევში უნდა იყოს გადასვენებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

რაც შეეხება უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაჭრილ ქართველ მებრძოლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარე ადასტურებს ინფორმაციას მხოლოდ ორი ქართველის დაჭრის შესახებ, რომელთა მდგომარეობა სახიფათო არ არის.

თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა