თამაზ სუხიაშვილს საქართველოში უახლოეს ორ დღეში ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს საქართველოში უახლოეს 2 დღეში ჩამოასვენებენ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, სუხიაშვილის ცხედარი ჯერ დნეპროპეტროვსკში, შემდეგ კი კიევში უნდა იყოს გადასვენებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

რაც შეეხება უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაჭრილ ქართველ მებრძოლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარე ადასტურებს ინფორმაციას მხოლოდ ორი ქართველის დაჭრის შესახებ, რომელთა მდგომარეობა სახიფათო არ არის.

თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს