ირაკლი ღარიბაშვილი - მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური დილით სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა , სადაც არქიმანდრიტია დასვენებული.

"მინდა მივუსამძიმრო მამა ილია კარტოზიას ოჯახს, მის ახლობლებს, მრევლს, ჩვენს ეკლესიას, მოსახლეობას. მამა ილიამ მართლაც სამაგალითო გმირობა გვაჩვენა. ეს დასაფასებელია და ჩვენი ვალია, რომ მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთაში ჟურნალისტებს.

მამა ილია კარტოზიას სვეტიცხოვლის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მცხეთაში მდებარე დავით აღმაშენებლის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. მამა ილია კარტოზია აღნიშნული ტაძრის წინამძღვარი იყო. ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს