უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი" საპატრიარქოს თამაზ სუხიაშვილის ქაშვეთში დასვენების ნებართვას სთხოვს

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი" საპატრიარქოს დონეცკში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ქართველი მეომრის თამაზ სუხიაშვილის ქაშვეთში დასვენების ნებართვას სთხოვს.

"საპატრიარქოს ვთხოვეთ ნებართვა, თამაზ სუხიაშვილი ჩამოსვენებისთანავე ქაშვეთის ტაძარში დავასვენოთ, როგორც სამშობლოსთვის დაღუპულ ვაჟკაცს შეეფერება. მე მჯერა, პატრიარქი კურთხევას მოგვცემს", - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.

თამაზ სუხიაშვილი კვირას დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი დაიჭრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუხიაშვილს საქართველოში უახლოეს 2 დღეში გადმოასვენებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს