გიორგი მარგველაშვილი - მამა ილიამ თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ქვეყნის პირველი პირი ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ცოტა ხნის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, მომავალი თაობა მამა ილია კარტოზიას გმირობის მაგალითზე აღზარდოს.

"საქართველოს ისტორიაში, სადაც სამშობლოსთვის თავდადებული ამდენი წმინდანი და გმირია, ძნელია ჩაწერო შენი სახელი, მაგრამ მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა - გაანათა ის თავისი რწმენით და გმირობით. ჩვენ მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ სამოქალაქო გმირობისთვის. ეს არის მცირე წვლილი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა არის ყველა ჩვენგანის ვალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ დროისთვის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულ მოძღვარს 14::00 საათზე დაკრძალავენ.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს