თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, გიორგი ალიბეგაშვილმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო და სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. თავმჯდომარემ არქიმანდრიტის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრევლს და სრულიად საქართველოს მოძღვრის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარება გამოთქვა.

`ჩვენ ყოველთვის გამორჩეული სასულიერო პირები გვყავდა, მათთვის მოყვასისასთვის თავგანწირვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მამა ილიას ქმედებაც ამის ნათელი მაგალითია", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სვეტიცხოველში გუშინ სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები აღევლინა. წესის აგების შემდეგ მამა ილია მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

არქიმანდრიტი ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიღუპა. აღნიშნულ გემზე საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა. მამა ილიამ სამაშველო ნავზე ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო თავად კი, ცეცხლმოდებულ ბორანზე დაბრუნდა. მოგვიანებით, მისი გადაყვანისას სამაშველო ბაგირი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს