სოზარ სუბარმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

"მამა ილია კარტოზია არის მაგალითი, მან თავისი სიცოცხლით აჩვენა როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მწყემსი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გასწირა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი თავდადების ბევრი მაგალითი გვაქვს და ჩვენი ერი დღემდე ამით მოვიდა და ამით არის ასეთი ძლიერი. სწორედ ასეთ მაგალითებზე იზრდება მომავალი თაობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს