მამა ილია კარტოზია დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს

მამა ილია კარტოზია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული მოძღვარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ტაძრის წინამძღვარი იყო. მამა ილია კარტოზია საქართველოში 18 იანვარს ჩამოასვენეს და თავდაპირველად სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, გუშინ კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

სვეტიცხოვლის ტაძარში დილიდან მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებლად საღმრთო ლიტურღია აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მამა ილიას ცხედარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე ჩოხოსნებმა და სასულიერომა პირებმა გამოასვენეს, საიდანაც სამგლოვიარო ცერემონიამ მამათა მონასტერში გადაინაცვლა.

დღეს დილიდან მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პოლიტიკოსებმა.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს