თამაზ სუხიაშვილის ცხედარს თბილისის აეროპორტში ოფიციალური პირები დახვდებიან

თამაზ სუხიაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური პირები და ახლობლები დახვდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სუხიაშვილს კიევი-თბილისის რეისით გვიან ღამით ჩამოასვენებენ. მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე, უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დახვდებიან.

თბილისის აეროპორტიდან თამაზ სუხიაშვილის ცხედარს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ.

სუხიაშვილის გადმოსვენებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუკეთა ორგანიზება, დაკრძალვის ხარჯების უზრუნველსაყოფად კი ოჯახს დახმარება აღმოუჩინა ხაშურის გამგეობამ.

თამაზ სუხიაშვილი, რომელიც წარმოშობით ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო, გასულ კვირას დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს