ვასილი ციბენკო - დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს დასჭირდება, უპირველეს ყოვლისა, დასახმარებლად სწორედ უკრაინელები მოვლენ

დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს დასჭირდება, უპირველეს ყოვლისა, დასახმარებლად სწორედ უკრაინელები მოვლენ, - ამის შესახებ საქართველოშიუკრაინის ელჩმა ვასილი ციბენკომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც წუთიწუთზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი უნდა ჩამოასვენონ.

ელჩის განცხადებით, უკრაინაშიც და საქართველოშიც დიდი გლოვაა.

"ჩვენ აუნაზღაურებელი დანაკარგი განვიცადეთ აღმოსავლეთ უკრაინაში. აეროპორტისთვის ბრძოლაში გმირულად დაეცა თამაზ სუხიაშვილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო დიდი მწუხარება, ძალიან ძნელია მოძებნო რაიმე სიტყვა, რომელიც მის ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს. თუმცა მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ისინი მარტო არ არიან. უკრაინაც და საქართველოც გლოვობს თამაზის სიკვდილს და გამოთქვამს დიდ მწუხარებას. თამაზი ძალიან მამაცი მეომარი იყო. ყველგან, სადაც იბრძოდა, სამხრეთ ოსეთშიც, ავღანეთშიც და ერაყშიც, თავისი მხედრული სიმამაცე გამოავლინა. თუმცა. საუბედუროდ, იმ საბედისწერო საღამოს აეროპორტში მტრის ტყვიამ ახალგაზრდა სიცოცხლე გმირულად შეწყვიტა", - აღნიშნა ელჩმა.

ვასილი ციბენკომ მადლობა გადაუხადა თამაზ სუხიაშვილის მშობლებსა და საქართველოს ასეთი შვილის აღზრდისთვის. "თამაზი ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინისთვის ბრძოლაში მე ვიბრძვი ჩემი მეგობრებისთვის და ვიბრძვი, ზოგადად თავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს დასჭირდება, უპირველეს ყოვლისა, დასახმარებლად სწორედ უკრაინელები მოვლენ. ის იყო სამართლიანი პიროვნება და ებრძოდა უსამართლობას", - განაცხადა ვასილი ციბენკომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს