დავით კერესელიძე - თამაზ სუხიაშვილის გმირობა სამაგალითოა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ჩადენილი გმირობა სამაგალითოა.

როგორც დავით კერესელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მძიმე დღეა.

"ჩვენ შევიკრიბეთ, რომ საქართველოდან დაღუპულ მებრძოლს დავხვდეთ, რომელიც უკრაინაში გმირულად დაიღუპა. უპირველეს ყოვლისა, გვინდა მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს სამძიმარი გამოვუცხადოთ. გვინდა, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მისი იქ ჩადენილი გმირობა სამაგალითოა და ჩვენ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე მთელი საქართველო, მისი ოჯახის გვერდით ვართ", - აღნიშნა დავით კერესელიძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე იმყოფებიან უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი და გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა