დავით კერესელიძე - თამაზ სუხიაშვილის გმირობა სამაგალითოა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ჩადენილი გმირობა სამაგალითოა.

როგორც დავით კერესელიძემ წუხელ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მძიმე დღეა.

"ჩვენ შევიკრიბეთ, რომ საქართველოდან დაღუპულ მებრძოლს დავხვდეთ, რომელიც უკრაინაში გმირულად დაიღუპა. უპირველეს ყოვლისა, გვინდა მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს სამძიმარი გამოვუცხადოთ. გვინდა, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მისი იქ ჩადენილი გმირობა სამაგალითოა და ჩვენ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე მთელი საქართველო, მისი ოჯახის გვერდით ვართ", - აღნიშნა დავით კერესელიძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი და გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე