ირაკლი ღარიბაშვილი - მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს. კომენტარი მომხდარზე პრემიერმა დავოსში გააკეთა, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთელი მისი ყურადღება მიმართულია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. "რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო იმ ამბის მოსმენა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ. ეს არის მართლაც შემზარავი, შოკისმომგვრელი ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის, ვინაიდან მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაიწელა მისი შვილის მკვლელობის გამოძიება, პრაქტიკულად ბოლომდე არის მიყვანილი გამოძიება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის სწრაფად გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით მობილიზებულია პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. "მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული სასტიკი მკვლელობა და რაც მთავარია, სწრაფად დაასრულონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს