მთავარ პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის პირადი ავტომობილის განმეორებითი დათვალიერება ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის პირადი ავტომობილის განმეორებითი დათვალიერება ჩატარდა. დათვალიერების პროცესს სპეციალისტებთან და გამომძიებლებთან ერთად ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებიც დაესწრნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, გამოიკვეთა თუ არა რაიმე დეტალი ავტომობილთან დაკავშირებით, ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

რაც შეეხება თავად გამოძიების მიმდინარეობას, მოსიაშვილის თქმით, ის კმაყოფილია, რადგან გამოძიება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. "გამოძიება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან იურის მკვლელობის საქმის გამოძიება ამ ხელისუფლების ღირსების საქმეა", - განაცხადა მოსიაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ მოხდეს 109-ე მუხლის გადაკვალიფიცირება ტერორიზმის მუხლით, მოსიაშვილის თქმით, ძიების პროცესში თუ გამოიკვეთა, რომ ამ დანაშაულის დამკვეთების მხრიდან საზოგადოების დაშინების მცდელობა იყო, რაც ტერორიზმის მცნების შემადგენელი ნაწილია, მაშინ მუხლის გადაკვალიფიცირება სავარაუდოდ მოხდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს