იური ვაზაგაშვილის ცხედარს ხვალ სამების ტაძრიდან გამოასვენებენ

იური ვაზაგაშვილის ცხედარს ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. იური ვაზაგაშვილის ცხედარი ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუშია" დასვენებული, სადაც დღეს, 16:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

ხვალ, 16:00 საათზე, იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება. ხვალვე, 20:00 საათზე, ვაზაგაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძრიდან მშობლიურ სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც 25 იანვარს, საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!