Amnesty International - დონეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცეცხლის გახსნა საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლების დარღვევაა

დონეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისთვის ცეცხლის გახსნა საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლების დარღვევაა. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.

"სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული სამოქალაქო პირების ტრაგიკული დაღუპვა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების იგნორირების ტრაგიკულ შედეგებს. ომის კანონების ეს შესაძლო დარღვევები ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული", - აღნიშნა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის პროგრამის დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

გუშინ დონეცკში, გაჩერებაზე მდგომ ტროლეიბუსს ჭურვის მოხვდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. ასეთივე შემთხვევა უკრაინაში რამდენიმე კვირის წინაც მოხდა, მაშინ 13 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება