საქართველოს პრეზიდენტმა იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტი საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" იმყოფებოდა. როგორც მან აღიშნა, დღევანდელი დღე ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის.

"მე ყველას ვუსამძიმრებ ამ დღეს, ვინც იყო ბატონი იურის თანამებრძოლი, მათაც ვინც პირადად არ იცნობდა მას. ეს არის მძიმე დღე მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და ის ხალხი, ვინც გაუბედა ჩემს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს იქნებიან დაჭედებული საბრალდებო სკამზე და პასუხს აგებენ როგორც ამ ოჯახის მიმართ, ასევე იმისთვის, რაც მათ გაუბედეს საქართველოს, გაუბედეს ჩვენს სახელმწიფოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს