ირაკლი ალასანია - არის საუბარი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც

არის საუბარი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე - შს მინისტრის ახალი კანდიდატურის შერჩევის დროს, გაიმართება კონსულტაციები, თუ მოხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება, ალასანიას თქმით, "კონსულტაციები ალბათ, გაიმართება მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება კანდიდატურა და უბრალოდ თავს დააქნევინებენ".

"ამას ახლა არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა ექნებას იმას, თუ რამდენად სწრაფად მიაკვლევს გამოძიება ამ საშინელი მკვლელობის ჩამდენს. საზოგადოება ელოდება. მე ვთვლი, რომ ხალხის მხრიდან პატარა ნდობა თუ არის შერჩენილი დღეს კიდევ ორი წლის წინ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ამ ძაფზე კიდია - მოხდება თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელების დადგენა და დაპატიმრება. თუ ეს არ მოხდა, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება არა მარტო ღარიბაშვილის მთავრობას, არამედ ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ და არის საუბარი, რომ უახლოს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც, ამ ნდობას ვერ დაიბრუნებს. ამ მკვლელობის გახსნაზე კიდია დღეს მეტწილად ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ნდობის ბედი", - განაცხადა ალასანიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო