ბიძინა ივანიშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა

ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ თანამდებობა დატოვა და ამას მივესალმები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუში" განაცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ჭიკაიძემ პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა. "მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება და აჩვენა, რომ აქვს პასუხისმგებლობის განცდა. ის აცნობიერებს, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს. მან პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა. ალექსანდრე ჭიკაიძემ აჩვენა დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა. ეს იყო მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, სანამ კითხვები არსებობს საზოგადოებაში, ჭიკაიძე აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იგი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო