ნუგზარ წიკლაური - როგორც ჩანს, მართალი იყო ის განცხადებები, რომლებიც ჭიკაიძის მხრიდან გარკვეული პირების მფარველობას უკავშირდებოდა

როგორც ჩანს, მართალი იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ალექსანდრე ჭიკაიძის მხრიდან გარკვეული პირების მფარველობას, ვგულისხმობ ვაზაგაშვილის საქმეს.

ასე გამოეხმაურა ალეექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და თანამდებობაზე ყოფნის პერიდოში ჭორაობით იყო დაკავებული.

"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია. მისი მინისტრობის პერიოდში გაიზარდა კრიმინალი საქართველოში, ქურდებთან ღია ალიანსი გააფორმა სახელმწიფომ და თვითონ ჭიკაიძე იმით იყო დაკავებული, რომ ჭორაობდა არარსებული იარაღისა და საბურავების საწყობებზე. ბუნებრივია, რომ ასეთი მინისტრი მიდიოდეს თანამდებობიდან", - განაცხადა წიკალურმა.

მისივე თქმით, დღეს კრიზისი არა მარტო შსს-ში, არამედ მთელ სახელისუფლებლო ვერტიკალშია და მას სხვა მინისტრებიც უნდა მიჰყვნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს