ალექსი პეტრიაშვილი - აშკარა იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო გარემოცვა ტოვებდა თანამდებობებს

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა განიხილებოდეს.

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მას ამ ეტაპზე არ აქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, ალექსანდრე ჭიკაიძის შემცვლელთან დაკავშირებით. თუმცა, ალექსი პეტრიაშვილმა შსს-ში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო ცვლილებები გაიხსენა, რომელსაც "გადადგომების სერია" უწოდა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ვახტანგ გომელაური მინისტრის პირველი მოადგილე გახდა და მისი პასუხისმგებლობის სფერო გაიზარდა.

აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შსს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ შსს-ში სერიოზული საკადრო ცვლილებები, საკადრო წმენდა დაიწყო. მისივე განცხადებით, საზოგადოებამ ინდივიდუალური გადადგომების სერია გადაღლით და მსგავსი მიზეზებით იხილა.

"აშკარა იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო გარემოცვა ტოვებდა თანამდებობებს კონკრეტული პრეტენზიების გამო. დამოუკიდებლად ლექსო ჭიკაიძეს არ ჰქონდა ის პოლიტიკური ძალაუფლება, გავლენა შსს-ზე, რომ ვინმე დაეფარა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს