მინდია ჯანელიძემ იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინდია ჯანელიძე ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მინდია ჯანელიძემ მოადგილეებთან - ლევან ღირსიაშვილთან და კახა ოქროჯანაშვილთან ერთად, იური ვაზაგაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს