იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ

იური ვაზაგაშვილს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ. გუშინ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუდან" სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

იური ვაზაგაშვილის ოჯახს გუშინ სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, დეპუტატებმა, დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრეს.

სოფელ ყარაფილაში გადასვენებამდე, გუშინ იური ვაზაგაშვილის ცხედარი კორტებთან გააჩერეს, სადაც 2006 წლის 2 მაისს მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე საკუთარი შვილის გვერდით დაკრძალავენ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს