იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს

იური ვაზაგაშვილი გუშინ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს. ვაზაგაშვილის დაკრძალვაზე ადგილობრივი მოსახლეობა, ოჯახის ახლობლები, ნათესავები , პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები იმყოფებოდნენ.

იური ვაზაგაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, მინისტრებმა მინდია ჯანელიძემ, სოზარ სუბარმა, პაატა ზაქარეიშვილმა, გიორგი მღებრიშვილმა, კახა კალაძემ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: იური ვაზაგაშვილი შვილების გვერდით დაკრძალეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს