ვახტანგ გომელაური – ვეცდები, გავამართლო პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა მისი შს მინისტრის პოსტზე წარდგენისას განაცხადა, ეცდება, გაამართლოს პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი.

"ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო", -განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები და ვინ იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს განიხილავენ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო დაცვის პოლიციაში 2002 წლიდან მუშაობდა.

შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იხილეთ ვიდეო: ახალი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო