ირაკლი სესიაშვილი - ვახტანგ გომელაურს მინისტრობა ძალიან რთულ პერიოდში უწევს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შს ახალ მინისტრს გამოცდილ და პროფესიონალ კადრად აფასებს.

როგორც სესიაშვილი აცხადებს, ვახტანგ გომელაურმა საკუთარი პროფესიონალიზმი არა ერთხელ გამოავლინა. დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ მას შს მინისტრობა ძალიან რთულ პერიოდში უწევს.

"ვახტანგ გომელაური ჩვენთვის უცხო არ არის. ის გამოცდილი და პროფესიონალი კადრია. ვახტანგ გომელაური მინისტრის მოადგილე იყო და მან არაერთხელ გამოავლინა საკუთარი პროფესიონალიზმი. გომელაურს მინისტრობა ძალიან რთულ პერიოდში უწევს - ერთი იმ ფონზე, რაც მოხდა და ყოველდღიური გამოწვევები ძალიან სერიოზულია და მეორე, არ დაგვავიწყდეს, რომ იგეგმება შს სამინისტროს რეფორმა, უწყების ტრანსფორმაცია და ამ პროცესში მინისტრის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტზე დღეს წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს