"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის დანიშვნით, სისტემური პრობლემა ვერ გადაწყდება

"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნით სისტემური პრობლემა ვერ გადაწყდება და მართვის პრინციპი არ შეიცვლება.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, ვახტანგ გომელაური დადებითი პიროვნებაა, თუმცა მას უჭირს იმის შეფასება თუ რამდენად წარმატებული იქნება შს მინისტრის პოსტზე.

"ვახტანგ გომელაურს პირადად ვიცნობ. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში - "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლის დროს ეს გზა ერთად გავიარეთ. როგორც ადამიანზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ის არის ძალიან რბილი, კეთილშობილი და მამაცი ადამიანი, მაგრამ როგორი მინისტრი იქნება, ვერ გეტყვით. მას ამ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ. ვახტანგ გომელაურმა რთული მისია იკისრა, ერთი მხრივ, ეს არის კრიმინალთან ბრძოლა და მეორე მხრივ, სისტემის დეპოლიტიზირება და რეფორმირება. რამდენად გაართმევს თავს ამას ვახტანგ გომელაური ვერ გეტყვით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მართვის პრინციპი ამ დანიშვნით არ შეიცვლება", - აცხადებს ნინო გოგუაძე,.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!