თეა წულუკიანი - მჯერა, რომ ვახტანგ გომელაური იქნება საქმის ერთგული და გაამართლებს ხალხის იმედს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას მიესალმება და წარმატებას უსურვებს.

"ვახტანგ გომელაური ჩვენთან ერთად იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც მივესალმები მის დანიშვნას ამ პოზიციაზე და მჯერა, რომ ის იქნება საქმის ერთგული და გაამართლებს ხალხის იმედს. ხალხის იმედი კი არის ის, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უსამართლობასთან ბრძოლის გაგრძელებას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური გუშინ წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს