ბიძინა ივანიშვილი - ეკონომიკა ვითარდება და ყველა მიმართულებით მიღწევები გვაქვს

სიცრუეა, რომ მთავრობა არის უუნარო და სუსტი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე შეფასებით, მთავრობა ძალიან ეფექტურად მუშაობს, მით უმეტეს, რომ "არც ერთი მედიასაშუალება არ აქვს".

"მთავრობა აგრძელებს სწორ სვლას, სწორ კურსს. ეკონომიკაც ვითარდება და ყველა მიმართულებით ვთვლი, რომ მიღწევები გვაქვს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ამტკიცოს, რომ მთავრობა უუნარო და სუსტია, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა, თანაც არის სიტუაცია, როცა ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს – მედია აბსოლუტურად თავისუფალია და არა თუ თავისუფალია, ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებები ოპოზიციის ხელშია და პირდაპირი მნიშვნელობით "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ახდენს. სიცრუეა, რომ მთავრობა არის უუნარო და ცუდი... მე თუ მკითხავთ, ძალიან ეფექტური მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, მთავრობა უძლებს იმას, რომ არ აქვს არავითარი მედია. ამ ფონზე ძალიან ეფექტურად მუშაობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, 20 წლის გასაკეთებელს ერთ და ორ წელიწადში ვერავინ გააკეთებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს