ბიძინა ივანიშვილი - რას ერჩიან მთავრობას და რა უნდათ?! რას უნდა აკეთებდეს და ვერ აკეთებს?!

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედავს საფრთხეს, რომ "ირაკლი ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს".

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, მთავრობის შეცვლის აუცილებლობა არ დგას. "ნახეთ როგორი ღირსეული და დროული იყო ჭიკაიძის გადადგომა. უკვე დაფუძნდა სხვა ღირებულებები, სხვანაირი მთავრობა მოვიდა. გაიხსენეთ ხვედელიძის გადადგომა, კირვალიძის გადადგომა გაიხსენეთ. მთავრობამ გაიგო, რომ საზოგადოებას უნდა უსმინოს. სხვა სტანდარტების მთავრობაა დღეს. მე ვერ ვხედავ ვერავითარი აჟიოტაჟის საფუძველს, რაც მედიაში ისმის - ხან ღარიბაშვილს ესხმიან თავს, ხან მთავრობის სხვა წევრებს, როგორ ახერხებენ მიკვირს, მსგავსი არავითარი წარმოდგენა არ გამაჩნია. მთავრობის შეცვლის აუცილებელობას ან მით უმეტეს, ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს, ვერ ვხედავ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას ერჩიან მთავრობას. "რას ერჩიან მთავრობას და რა უნდათ?! რა ფუჭდება, ამის მიხედვით უნდა გავაკრიტიკოთ მთავრობა. ავიღოთ გინდათ ენერგეტიკის სამინისტო, გინდათ ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები, გინდათ ცალკე აღებული პრემიერი. რას უნდა აკეთებდეს და ვერ აკეთებს?! რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ანალიზი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

რაც შეეხება პარლამენტს, ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ელის, თუმცა, მისი თქმით, გამორიცხულიც არაფერია.

"ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მე არ ვისურვებდი. მინდა, რომ ქართული საზოგადოება მიეჩვიოს კანონის ჩარჩოებში ცხოვრებას და იმას, რომ კონსტიტუციას მოვუსმინოთ. ამის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, მაგრამ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. საერთოდ, უმჯობესია, კონსტიტუციურად განვითარდეს მოვლენები და დიდი ალბათობით ასეც იქნება", - დასძინა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა