ბიძინა ივანიშვილი - რომან ჩხენკელზე ღარიბაშვილს ჩემი ნათქვამი არ გაუთვალისწინებია

რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩემი ნათქვამი არ გაუთვალისწინებია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რომან ჩხენკელს, რომელმაც გააკოტრა "ქართუ ბანკი", ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა.

"რომან ჩხენკელს საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა. რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ ეს კაცი აქ არ უნდა იყოს. ის იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური წევრი. მან გააკოტრა "ქართუ ბანკი". რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, თუმცა არ გაუკეთებია რეაქცია. 7-8 თვის შემდეგ ის თვითონ მიხვდა, რომ ესე არ ვარგოდა და მიიღო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ის, რომ მე გავათავისუფლე, ამის თქმის საფუძველი არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ჯანყარაშვილზე გადაწყვეტილებაც თავად მიიღო.

რომან ჩხენკელს ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს