ბიძინა ივანიშვილი - ნარმანიასთან მიმართებაში არ შევმცდარვარ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას მერობა რაღაც ეტაპზე გაუჭირდა.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, მთლიანობაში ნარმანიასთან მიმართებაში არ შემცდარა.

"როდესაც ნარმანია წარვადგინე, ვთქვი, რომ კარგი მერი იქნებოდა და არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა და პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს, ვერ შეეწყო დასაწყისში თბილისის მერობას. ამავდროულად, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეწყო. რაღაც ეტაპზე მას გაუჭირდა. ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. მე მომწონს მისი მეთოდურობა და მისი ინერტულობაც, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია მართვაში რომ ასჯერ გაზომო და მერე გაჭრა და არა ის, "რასაც მიგვაჩვია ერთმა კაცმა, როცა ორ წელიწადში ასაშენებელი შენდებოდა ორ თვეში და შემდეგ ინგრეოდა და ფუჭდებოდა".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება