ბიძინა ივანიშვილი - მოსკოვთან კონსტრუქციული დამოკიდებულების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების მომზადების მიუხედავად, მოსკოვთან კონსტრუქციული დამოკიდებულების გარდა სხვა გზას ვერ ხედავს.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოთმინება და გადავიტანოთ შეურაცხყოფა.

"ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ანექსიისკენ, მაგრამ რეალობა ამით არ შეცვლილა. საქართველოს მთავრობამ ეს თემა ძალიან მაღლა ასწია საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე, იმის იქეთ რესურსებს მე პირადად ვერ ვხედავ. თუ ვინმემ იცის გვაჩვენოს რა რესურსები გაგვაჩნია? - თუ არა კონსტრუქციულობა და თუ არა ეს დამოკიდებულება, მე ვერ ვხედავ საით უნდა შევცვალოთ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოთმინება, ჩვენ უნდა ველოდოთ ჩვენ დროს. გარწმუნებთ და ვარწმუნებ საზოგადოებას, ჩვენ მივიღებთ შედეგს. უნდა მოთმინებით მივუდგეთ საკითხს. ზოგჯერ შეურაცხმყოფელად გვექცევიან, უნდა გადავიტანოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა უკრაინის მთავრობაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

"დანიშვნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი ბევრია, მაგრამ უნდა შევეგუოთ, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და პატივი ვცეთ. მათ აქვთ ამის უფლება და აკეთებენ კიდეც. არ უნდა ამას ისტერიკული სურათის დახატვა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება