ბიძინა ივანიშვილი - თუ უკრაინა საჭიროებს დახმარებას, ეს სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს

ყოფილი პრემერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებში საქართველოს "ძალიან პატარა როლი" აქვს.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, არ უნდა გვქონდეს იმაზე ჭარბი ხიფათი, რასაც შესაძლოა ევროპა და დანარჩენი მსოფლიო განიცდის.

"პატარა სახელმწიფო ვართ ჩვენ და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი როლი კარგად გავიგოთ, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც ვნახოთ ჩვენი ადგილი. წარმოგიდგენიათ ახლა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ხელისუფლებაში, რა იქნებოდა საქართველოში?! - ალბათ წარმოგიდგენიათ. თავის დროზე მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ სწორი ადგილი დავიჭიროთ, თუმცა რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვუთანაგრძნობთ უკრაინის ხელისუფლებას და ის, რაც იქ ხდება არის კატასტროფა და უბედურება. გარდა ამ პოზიციისა, კიდევ რაც შეუძლია აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. თუ უკრაინა საჭიროებს დახმარებას, ეს სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს, როგორც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ავღანეთში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ასეთი მზადყოფნა ქართულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს და გააჩნია დღესაც, თუმცა არასწორია "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებები, რომელიც ცდილობს ქართველი ახალგაზრდები წაიყვანოს და აომოს უკრაინაში", - განაცხადა ივანიშვილმა.

მთავრობის ყოფილი მეთაურის შეფასებით, ის, რასაც აკეთებს რუსეთი, პრობლემას უქმნის არა მარტო რეგიონს, არამედ მსოფლიოს. "ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა როლი ამ პროცესებში, არავითარი ჭარბი და ზედმეტი ხიფათი - იმაზე მეტი, რასაც შეიძლება განიცდიდეს ევროპის ნაწილი და მთლიანად მსოფლიო. უნდა ვისურვოთ, რომ მალე დასრულდეს საომარი მოქმედებები, მოლაპარაკებებით დარეგულირდეს ეს პროცესები, ამაზე იქით, გარდა გახურებული თავებისა, მე ვერ ვხედავ საქართველომ, რა შეიძლება გააკეთოს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება