ბიძინა ივანიშვილი - მაქვს განცდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაშიც შეგვარცხვენენ

მაქვს განცდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაშიც შეგვარცხვენენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში თანამდებობებზე ინიშნებიან ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოში თავი შეირცხვინეს.

"თუ ადამიანები ძებნაში არ არიან და საქმდებიან უკრაინაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, უკრაინაში ისეთი ხალხი დანიშნეს, ვინც თავი შეირცხვინა საქართველოში და არ გამოირჩეოდნენ ეფექტური მართვით. იმის განცდა მაქვს, რომ შეგვარცხვენენ იქაც", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის გეგმებს უკრაინაში, ივანიშვილის თქმით, სააკაშვილს აქვს მცდელობა, რომ უკრაინაში ზონდერ ბრიგადები შექმნას, რომელსაც შემდეგ საქართველოს შემოუბრუნებს.

"სააკაშვილს აქვს მცდელობა და საზოგადოებასაც აქვს განცდა, რომ ის უკრაინაში ზონდერ ბრიგადებს შექმნის და საქართველოს შემოუბრუნებს, თუმცა ამის რესურსი არ გააჩნიათ. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მასალად თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, მმართველობა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება